11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი გახარია სააკაშვილის ჩამოსვლაზე - კარიკატურული ფიგურაა - თუ მოხდა სასწაული ოცდამერვეჯერ, მისი ადგილი ციხეშია, თუ ასეთი საოცრება საერთოდ მოხდა, ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, თუკი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავს, ეს „ქართულ ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.

გახარიას შეფასებით, მმართველი ძალა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილით აშინებს.

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, „ფეიკ“ რაღაცის დადება, ეს არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავიანთი მომხრეების მობილიზება მოახდინონ. ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს რა თქმა უნდა, „ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები რაღაცით შეაშინონ და აშინებენ ამით.

რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის? არანაირი. ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილი, არავინ არ არის, მისი პოლიტიკური რეპუტაცია ნულია, კარიკატურული ფიგურაა, ერთადერთი მნიშვნელობა თუ რაიმე აქვს, აქვს „ოცნებისთვის“ და ასე გამოაძრობენ ხოლმე, მაშინ როცა გაუჭირდებათ. ორი ობცია არსებობს. პირველი, თუ მოხდა სასწაული ოცდამერვეჯერ, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია. თუ ასეთი საოცრება საერთოდ მოხდა, დარწმუნებული ვარ, ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია, მის გარეშე ეს წარმოუდგენელია, რაც მოხდება ამის შემდეგ და „ოცნება“ რასაც იკადრებს, ზუსტად იგივე იქნება, რაც მელიას გაუკეთეს - ამნისტია. აგერ ნახავთ ყველა ერთად“, - განაცხადა გახარია.

კითხვაზე, მოჰყვება თუ არა, სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო ზეწოლა, გახარიამ განაცხადა, რომ ეს ასე არ იქნება. „რა მოყვება? ამას არაფერი მოყვება. ჯერ ერთი, არ ჩამოვა, მეორეც ერთი, ვერ ჩამოვა. ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებული ჩამოვა, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ „ოცნებამ“ თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ამნისტიაზე საუბარი, ამას მოყვება მერე ადამიანების, რიგითი მოქალაქეების გაბრაზება და მრისხანება“, - განაცხადა გახარიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია