Wolt თბილისში Wolt Market-ების გახსნას აანონსებს

წლის ბოლომდე Wolt თბილისში რამდენიმე Wolt Market-ს გახსნის. Wolt Market სპეციალურად მიტანის სერვისისთვის შექმნილი ­სუპერმარკეტის კონცეფციაა, რომელიც ბაზრის მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა. Wolt Market-ის შექმნის მიზანი მომხმარებლისთვის სურსათის, სასმელის, ჰიგიენის პროდუქტებისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შეკვეთის მნიშვნელოვნად გამარტივება და ძალიან სწრაფი მიწოდებაა. Wolt Market მომხმარებელს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს, რაც გულისხმობს, რომ შეკვეთილი პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება ყველაზე სწრაფად და მარტივად სახლიდან გაუსვლელად.

“ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს ჩვენი მომსახურების და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისათვის. ბაზრის ტენდენციამ გვიჩვენა, რომ ამის მისაღწევად, ჩვენს პლატფორმაზე საცალო პროდუქტების დიდი არჩევანის არსებობა, მუდმივი ხელმისაწვდომობა და სწრაფი მიტანა გადამწყვეტია.“ - აღნიშნავს Wolt-ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი - ნატალია ხიზანიშვილი. „Wolt Market საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ Wolt-ის მომხმარებელს ბევრად გავუმარტივოთ პროდუქტების შეკვეთა, და, რაც მთავარია, ეს პროცესი ძალიან კომფორტული გავხადოთ, მიტანა კი - ყველაზე სწრაფი“.

Wolt Market-ის საშუალებით მომხმარებელი Wolt-ის პლატფორმაზე 2,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეკვეთას შეძლებს, რომელსაც სულ რაღაც 15-25 წუთში მიიღებს. Wolt Market თბილისის თითქმის ყველა უბანში უკვე წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო მომავალი წლიდან ის ბათუმსა და ქუთაისშიც გაეშვება.

Wolt-ის პირველი Wolt Market ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნა. ახლა უკვე Wolt Market წარმატებულად ფუნქციონირებს ფინეთის სხვა ქალაქებშიც. წლის ბოლომდე Wolt Market ოპერირების დაწყებას Wolt-ის თითქმის ყველა ბაზარზე გეგმავს.

Wolt Market საქართველო კი ტალანტებს ძიების პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა