ილია ვერძაძე - მოსახლეობას გაცილებით მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვს, ვიდრე წყალწაღებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ტყუილებით ცდილობენ

ილია ვერძაძე - მოსახლეობას გაცილებით მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვს, ვიდრე წყალწაღებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ტყუილებით ცდილობენ

მოსახლეობას გაცილებით მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვს ვიდრე წყალწაღებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ტყუილებით ცდილობენ, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევებითაც კი საზოგადოების მეტი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„რა არის რეფერენდუმი, პლებისციტი? ეს არის საზოგადოების აზრის გამოკითხვა, რომელიც ნათელს ჰფენს ამა თუ იმ საკითხს, გვაძლევს იმ პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს. თუ არჩევნებს რეფერენდუმს შევადარებთ, გავიგებთ, რომელი პოლიტიკური ძალა არის უფრო მეტად მისაღები საქართველოს მოქალაქეთათვის. როგორია მოლოდინი? ნებისმიერი, ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევების მიხედვითაც კი, ძალა, რომელსაც სხვებზე ბევრად უკეთესი შედეგი აქვს, ანუ რომელიც სარგებლობს საზოგადოების უპირატესი მხარდაჭერით არის პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნება“. რა უტიფარი და უზნეო უნდა იყო, რომ ამ მოცემულობით ეცადო საზოგადოების მოტყუება და დიდი ტყუილის შექმნა, რომლითაც უკვე მერამდენედ, შეეცდები, ქვეყნის არევას. არ გამოვა“, - განაცხადა ვერძაძემ.