ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება

აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, პროექტი სრულფასოვნად გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებულ უკანონო და გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების პრობლემას.

„ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებში განთავსდა თბოელექტროსადგური, საიდანაც 2,0 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი.

მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება. ნაგავსაყრელები ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს