რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენში საქველმოქმედო აქცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, ადიგენში საქველმოქმედო აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალციხეში იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი ელვარდ ზაზაძე, სააგენტოს თანამშრომლები ზვიად ტყაბლაძე, დავით დავითაშვილი, ოთარ ჭიკაძე და გრიგოლ მუმლაური.

„აქციის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის წმ. ნინოს ეკლესიაში, სამრევლო სკოლასთან არსებულ გუნდ „ირმისას“ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება - სასკოლო ნივთები საჩუქრად გადაეცათ.

გუნდ „ირმისას“ ხელმძღვანელმა, დედა აღაპიამ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებს გაწეული ქველმოქმედებისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსი, გიორგი მიქელაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუდმივად ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოციალურად დაუცველ ადამიანებს უწევს დახმარებას. ამგვარი აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო