სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების საფასო პოლიტიკის კვლევა: სად ღირს პროდუქცია ყველაზე იაფი

სახლის მშენებლობა, განახლება და მოწყობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამშენებლო-სარემონტო მასალების შერჩევისას ხარისხსა და ვიზუალთან ერთად, გადამწყვეტ მნიშვნელობას ფასიც თამაშობს. სწორედ ამ საკითხზე კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ,,ეი სი თი“-მ, ჰიპერმარკეტ ბრიკორამას დაკვეთით, კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბრიკორამაში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი განსხვავდება ქართულ ბაზარზე არსებული ჰიპერმარკეტების ასორტიმენტისგან. ზოგადად ბრიკორამაში წარმოდგენილია 55 000 დასახელების პროდუქტი და ამ პროდუქციის 80% იმპორტირებულია, ხოლო დანარჩენი 20% კი ის ბრენდებია, რომლებიც ქართულ ბაზარზე დიდი ხანია წარმოდგენილია და იცნობს მომხმარებელი.

რაც შეეხება, უშუალოდ საფასო პოლიტიკას, კვლევის ფარგლებში, კომპანია ,,ეი სი თი“-მ შეარჩია სამი ყველაზე ცნობილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი და სწორედ ამ კომპანიებში არსებულ ფასებს შედარდა ბრიკორამაში არსებული ფასები. პროდუქტების ფასების აღწერა მოხდა 4 კატეგორიაში: კავეული, სანტექნიკა, მებაღეობა და შერეული კატეგორია (ელექტროობა, მშენებლობა, ხელსაწყოები, ხის მასალები, დეკორაცია).

სხვა ჰიპერმარკეტებთან შედარებით, საერთო/ერთგვაროვანი პროდუქციის ასორტიმენტში, ამ პროდუქტების 80% ბრიკორამაში უფრო იაფად არის წარმოდგენილი.

კვლევის მიხედვით, კავეულის კატეგორიაში, კონკურენტებთან შედარებით საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 93% უფრო იაფია ბრიკორამაში. რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, ბრიკორამაში მომხმარებელს დაახლოებით 10%-მდე დაბალი ფასით შეუძლია შეიძინოს კავეულის სექციაში აღწერილი პროდუქტები.

მებაღეობის კატეგორიაში, კონკურენტებთან შედარებით, საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 76% უფრო იაფია ბრიკორამაში. რაც შეეხება ფასებს, ბრიკორამაში მომხმარებელს 20%-მდე დაბალი ფასით შეუძლია შეიძინოს მებაღეობის პროდუქტები.

სანტექნიკის კატეგორიაში კი, კონკურენტებთან შედარებით საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 84% უფრო იაფია ბრიკორამაში. რაც შეეხება ფასებს, მოხმარებელს 21%-ზე მეტი ფასდაკლებით შეუძლია შეიძინოს აღწერილი პროდუქტები.

შერეულ კატეგორიაში კი, კონკურენტებთან შედარებით საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 74% უფრო იაფია ბრიკორამაში. ამ კატეგორიაში ბრიკორამას ფასის 10%-იანი სხვაობა აქვს, სხვა ჰიპერმარკეტებთან მიმართებაში.

DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი ბრიკორამა 2016 წლიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე. დაარსების დღიდან იმისათვის, რომ კომპანიას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მომხმარებლის საჭიროებებზე, ბრიკორამა ყოველწლიურად ატარებს კვლევებს სხვადასხვა საკითხზე. წინა წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო ბაზარზე ბრიკორამა პოზიციონირდება, როგორც მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი არჩევანის მქონე ბრენდი, სადაც კარგი სერვისი და სასიამოვნო გარემოა/განლაგებაა. ბრიკორამას საფასო პოლიტიკა სავსებით მორგებულია ქართულ სამომხმარებლო კალათას. თუმცა, კომპანიამ გადავწყვიტა ეს საკითხი სიღრმისეულ დონეზე დამოუკიდებელ კვლევით საკონსულტაციო კომპანიას შეესწავლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიკორამას ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის 90% სერტიფიცირებულია და სრულად აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტით დადგენილ ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა ნორმას.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს