RockIT - ტექნოლოგიური სტარტაპი დიდი მიზნებით

Rockit ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც 2021 წლის თებერვალში დაარსდა. არსებობის მცირე პერიოდის მიუხედავად, კომპანიამ შეძლო და ბაზარზე საკმაოდ წარმატებით დაიმკვიდრა თავი.

"Rockit 2021 წლის დასაწყისში დავაფუძნეთ. ჩვენ ვართ ტექნოლოგიური სტარტაპი ხედვით, რომ შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც იქნება, ერთი მხრივ, მაღალ მასშტაბირებადი, მეორე მხრივ, ექნება პოტენციალი, რომ გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე.

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი რაც გვაქვს არის ის, რომ გუნდი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, არის საერთო იდეის გარშემო შეკრებილი და ყველას გვჯერა, რომ ვაკეთებთ მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეს - როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ბიზნესებისათვის", - ამბობს ზვიად წოწკოლაური, RockIT-ის მმართველი პარტნიორი

ამ ეტაპისთვის Rockit მომხმარებელს სთავაზობს 2 პროდუქტს: ღია ბანკინგის გადაწყვეტასა და Signify-ს - ელექტრონული ხელმოწერების პირველ პლატფორმას საქართველოში.

ღია ბანკინგი სიახლეა ქართული ბაზრისთვის და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვდასხვა საფინანსო ორგანიზაციებს შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. Rockit-ის გუნდმა ღია ბანკინგის გადაწყვეტა წარმატებით დანერგა შემდეგ ბანკებში: ხალიკ ბანკი, ბაზის ბანკი და კრედო ბანკი.

მეორე პროდუქტი, რომელსაც Rockit სთავაზობს მომხმარებელს არის Signify - ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმა საქართველოში, რომელიც დოკუმენტის ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს. Signify საგრძნობლად აჩქარებს ბიზნეს პროცესებს, ამარტივებს დოკუმენტების ხელმოწერის პროცესს და ზოგავს დროსა და რესურსს.

ამ ეტაპისთვის Signify-ს 2000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს და 15000-მდე ელექტრონული ხელმოწერა ფიქსირდება.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ეს მხოლოდ დასაწყისია და ახლო მომავალში სხვა საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტებს შემოგვთავაზებენ.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს