ზაზა ფირალიშვილი - ისეთ  სახიფათო ვითარებაში ვართ, როცა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ თავი დააღწიონ ჭეშმარიტების მონოპოლური ფლობის ბარბაროსულ დისკურსს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, იყო მოლოდინი, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში ოპონენტების მიერ ერთმანეთის მისამართით ტალახის სროლა პიკს მიაღწევდა, მაგრამ არაა გამორიცხული ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილისათვის ტალახის სროლაზე უარესი რამ მოხდა.

მხედველობაში მაქვს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის 27 სექტემბერს გაკეთებული განცხადება რომ 2 ოქტომბრის კიევი-თბილისის საღამოს რეისზე ბილეთი დაჯავშნა.

გასაგებია, რომ ამ განცხადებით მესამე პრეზიდენტი ცდილობს თავისი მხარდამჭერების მობილიზაცია-კონსოლიდაციას, მაგრამ არაა გამორიცხული მისმა დაანონსებულმა ჩამოსვლამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანოს ერთი მხრივ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, ხოლო მეორე მხრივ თავად 2 ოქტომბრისთვის დაგეგმილ არჩევნებში.

სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს სააკაშვილის დაანოსებული ჩამოსვლა თბილისში ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და მოახლოებულ არჩევნებში?

- როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა „ნავის დარწევის“ შესაძლებლობა დაინახა. ამ განცხადებას ნამდვილად შეუძლია მისი მომხრეების საარჩევნო მობილიზება და იმედი აქვს, რომ აპარეზზე გიორგი გახარიას გამოჩენის გამო „ქართული ოცნებისათვის“ ასეთი მობილიზება უკვე პრობლემატური იქნება.

გასათვალისწინებელია ის უკმაყოფილებაც, რომელიც „ქართული ოცნების“ ახლანდელი ლიდერების მიმართ მიმართ არსებობს. ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ მათ მიმართ ნდობა სუსტია და მათ გაუჭირდებათ 2012 წლის განწყობების გაღვიძება.

სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ „ოცნება“ კვლავ მოიშველიებს კლერიკალისტულ ძალებს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ამ ძალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის რამდენიმე მუქარა. ეჭვი მაქვს, სწორედ მათი მეშვეობით შეეცდებიან „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო განწყობებისათვის ახალი ენერგიის მიცემას.

სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ „ოცნება“ კვლავ მოიშველიებს კლერიკალისტულ ძალებს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ამ ძალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის რამდენიმე მუქარა. ეჭვი მაქვს, სწორედ მათი მეშვეობით შეეცდებიან „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო განწყობებისათვის ახალი ენერგიის მიცემას

არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთხელ გაიელვოს გარეჯის თემამ, პრაიდის იდეამ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემამ და ა.შ., რომლებიც სწორედ რელიგიური ნაციონალიზმის მობილიზებას უწყობენ ხელს. ცხადია, ამ თემების შემოგდებას არაფერი საერთო არ ექნება თავად პრობლემების მოგვარებასთან. მთავარი ის შფოთია, რომელსაც ისინი იწვევენ.

უნდა დავაზუსტო, კლერიკალიზმი არ გულისხმობს ეკლესიას, როგორც მაცხოვრის მისტიკურ სხეულს. ის გულისხმობს ეკლესიისა და მრევლის იმ მცირე, მაგრამ ძალზე აქტიურ ნაწილს, რომელიც, უმალ, თავისი კორპორაციის საერო ძალაუფლების განმტკიცებაზე ზრუნავს და მესამე რომის რუსული იდეოლოგიის სოლიდარულია.

მათთვის ქრისტიანობა გაუგებარია გეოპოლიტიკური მისტიფიკაციებისა და პათეტიკური პატრიოტიზმის გარეშე.

უკვე სამი ათეული წელია, ეკლესიაში და მის გარეთ ძლიერდებიან ძალები, ვინც ცდილობს ეკლესიის ავტორიტეტი პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად გამოიყენოს.

არადა, თითქოს ბანალურობამდე ცხადია, რომ ეკლესიის ავტორიტეტი არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური რიგისა. როგორც კი მოხდება ამ ავტორიტეტის გადმოტანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეზე, თავად ეკლესია დაზიანდება და ხელთ პოლიტიკური თუ ბიზნესკორპორაცია შეგვრჩება. ეს თავად ეკლესიის წარმომადგენლებმაც კარგად უწყიან.

მოკლედ, სააკაშვილის ჩამოსვლამ უკიდურესად შეიძლება სიტუაცია გაამწვავოს და ამ გამწვავების შედეგების განსაზღვრა შეუძლებელია. ვფიქრობ, ესაა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ვიოლა ფონ კრამონმა სააკაშვილს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს საქართველოში ჩამოსვლიდან.

მოკლედ, სააკაშვილის ჩამოსვლამ უკიდურესად შეიძლება სიტუაცია გაამწვავოს და ამ გამწვავების შედეგების განსაზღვრა შეუძლებელია. ვფიქრობ, ესაა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ვიოლა ფონ კრამონმა სააკაშვილს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს საქართველოში ჩამოსვლიდან

ვიოლა ფონ კრამონმა ისიც თქვა, რომ ძნელი წარმოსადგენია, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები ჩვენი საშინაო დაპირისპირების ამ ფაზაშიც აქტიურად ჩაერთონ. მეორე მხრივ, მან ისიც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების და ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნების გზას დაადგა.

მე უფრო მგონია, რომ სააკაშვილი ამგვარი განცხადებებით მოწინააღმდეგეებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობს. მას ჩვენზე კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ აქ მხოლოდ აღფრთოვანებული მომხრეები არ დახვდებიან.

- შესაძლო ჩამოსვლის შესახებ სააკაშვილის განცხადებამდე მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგაცა და თავისებურება იმაში იყო, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი 2 ოქტომბრის არჩევნებს ადგილობრივი არჩევნების გარდა, რეფერენდუმად მიიჩნევდა, ხოლო ხელისუფლება მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებად.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, 2 ოქტომბერს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდებაო, მაგრამ სააკაშვილის განცხადებამ 2 ოქტომბრის გვიან საღამოს ჩამოსვლის შესახებ ამ საკითხშიც რომ კორექტივებს შეიტანს, მგონი სადავო არ უნდა იყოს.

თქვენი დაკვირვებით 2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები აღმოჩნდება თუ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც, რომელშიც მმართველმა გუნდმა ხმების 43%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს?

- როგორც არ უნდა მალოს ხელისუფლებამ და რა არგუმენტებიც არ უნდა მოიშველიოს, მომავალმა ადგილობრივმა არჩევნებმა უკვე შეიძინა რეფერენდუმის, თუნდაც, არაფორმალური მნიშვნელობა და ამიტომაც სჭირდება მას ყველა შესაძლო მოკავშირის მობილიზება.

როგორც არ უნდა მალოს ხელისუფლებამ და რა არგუმენტებიც არ უნდა მოიშველიოს, მომავალმა ადგილობრივმა არჩევნებმა უკვე შეიძინა რეფერენდუმის, თუნდაც, არაფორმალური მნიშვნელობა და ამიტომაც სჭირდება მას ყველა შესაძლო მოკავშირის მობილიზება

მას შედეგ, რაც „ქართული ოცნება“ ერთხელ უკვე დათანხმდა 43%-იან ზღვარს, ეს ნიშნული მისთვის მორალური და პერსპექტივაში პოლიტიკური ლეგიტიმაციის ნიშნულად იქცა, თუნდაც, მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ.

ცხადია, ეს თავისთავად არ არის ნორმალური ვითარება. ამით ჩვენ ვკარგავთ ადგილობრივ არჩევნებს, როგორც სახელმწიფოებრივი განვითარების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.

მეორე მხრივ, როგორც ჩანს, სხვა შედეგს ვერც მივიღებდით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო „ნაც-ქოცური“ დაპირისპირების ჩიხიდან დაეღწია თავი, უფრო მეტიც, ეს დაპირისპირება უკიდურეს სიმწვავეს მიუახლოვდა.

განვლილი 9 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო „ნაც-ქოცური“ დაპირისპირების ჩიხიდან დაეღწია თავი, უფრო მეტიც, ეს დაპირისპირება უკიდურეს სიმწვავეს მიუახლოვდა

- ოპოზიციის მტკიცებით „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან იმის გამო გამოვიდა, რომ არაა დარწმუნებული რომ ხმების 43%-იან ზღვარს დაძლევს.

ამ თემაზე მსჯელობისას მმართველი გუნდის წევრები მათ მიერვე მიღებულ კონსტიტუციაზე ამჯობინებენ საუბარს, რომლის თანახმადაც შემდეგი არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს.

რეალობა ასეთია - ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები თვლიან - იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ ცალმხრივად გამოვიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, იგი ძალაშია.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43% ვერ მიიღო, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე?

- ვფიქრობ, თავიდან უარს იტყვიან, მოვლენების განვითარებას დაელოდებიან, მერე კი ვადამდელი არჩევნების თემა პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცევა.

ვიმეორებ - დღეს ვადამდელი არჩევნები „ქართული ოცნებისთვისაც“ მორალური ლეგიტიმაციის ერთადერთი რაციონალური გზაა და ეს თავადაც უნდა იცოდნენ. არსებობს სხვა გზაც - 5 ივლისის ძალების გააქტიურება, მაგრამ ეს მათ საბოლოოდ დაგვაშორებს ევროპულ სამყაროს.

დღეს ვადამდელი არჩევნები „ქართული ოცნებისთვისაც“ მორალური ლეგიტიმაციის ერთადერთი რაციონალური გზაა და ეს თავადაც უნდა იცოდნენ. არსებობს სხვა გზაც - 5 ივლისის ძალების გააქტიურება, მაგრამ ეს მათ საბოლოოდ დაგვაშორებს ევროპულ სამყაროს

ისე კი საქართველოში ძნელია განსაზღვრო, გამარჯვების იმედმა ან მარცხის შიშმა რა ნაბიჯები შეიძლება გადაადგმევინოს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. ჩვენს პოლიტიკაში არ არსებობს არც გამარჯვებისა და არც მარცხის კულტურა. ყველა გამარჯვებული თავის წარმატებას სიკეთის საბოლოო გამარჯვებად, ხოლო მარცხს კოსმიურ უბედურებად მიიჩნევს.

საქართველოში ძნელია განსაზღვრო, გამარჯვების იმედმა ან მარცხის შიშმა რა ნაბიჯები შეიძლება გადაადგმევინოს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. ჩვენს პოლიტიკაში არ არსებობს არც გამარჯვებისა და არც მარცხის კულტურა. ყველა გამარჯვებული თავის წარმატებას სიკეთის საბოლოო გამარჯვებად, ხოლო მარცხს კოსმიურ უბედურებად მიიჩნევს

- წინასაარჩევნო პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური პარტიები მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდნენ, მათ შორის არც აკრძალული ილეთების გამოყენებაზე ამბობდნენ უარს.

როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას?

- ძნელია, ეს ვითარება შეაფასო, როგორც ნორმალური. მომავალ არჩევნებს ლამის მხოლოდ ზოგი ფორმალური ნიშნის გამო ჰქვია „ადგილობრივი“.

რაც მთავარია, პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა გავლენიანმა მხარემ ყველაფერი მოიმოქმედა საიმისოდ, რომ ნეგატიური და აგრესიული ენერგია ამოსულიყო ზედაპირზე.

როგორც ვიცი, გამოკვეთილ და უცვლელ პოლიტიკურ პოზიციაზე მყოფთა ოდენობა რევოლუციური პროცესებისასაც კი დაპირისპირების ორივე მხარეს დაახლოებით 1.5-2.5.%-ის ფარგლებშია.

მაგრამ, ეს თითქოს მცირე ოდენობაც საკმარისია, რომ ხისტმა ურთიერთდაპირისპირებამ ზვავისებრი პროცესები გამოიწვიოს და საზოგადოების განვითარება არა მხოლოდ შეფერხდეს, არამედ უკვე მოპოვებულიც დაიკარგოს. საზოგადოებრივი განახლების ის ენერგია, რომელიც 2003 ან 2012 წლებში მოვიპოვეთ, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ამ ნეგატიური ენერგიის მიერ იქნა შთანთქმული.

შეიძლება ითქვას, დღეს ამ უკანასკნელის ზეობის მწვერვალზე ვართ. იმ ვითარებაში ვართ, რომლის შემდეგაც ან რადიკალური სამოქალაქო დაპირისპირებაა, ან დიქტატურა, რომლის შესაძლებლობაც საზოგადოების რიგითმა წევრმა შეიძლება დაუშვას მუდმივი რევოლუციური აგრესიისა და არასტაბილურობისათვის თავის დასაღწევად.

იმ ვითარებაში ვართ, რომლის შემდეგაც ან რადიკალური სამოქალაქო დაპირისპირებაა, ან დიქტატურა, რომლის შესაძლებლობაც საზოგადოების რიგითმა წევრმა შეიძლება დაუშვას მუდმივი რევოლუციური აგრესიისა და არასტაბილურობისათვის თავის დასაღწევად

ასეთ დროს ყველაზე უმსგავსმა ადამიანებმა შეიძლება ისარგებლონ სიტუაციით და მოგვიტანონ ის, რასაც ბელორუსში ვხედავთ. ლუკაშენკოს დიქტატურა სწორედ იმან შვა, რომ პოლიტიკური ძალები და აქტორები ქვეყნის ინტერესების გვერდის ავლით ლუდომანების თავდავიწყებით გადაეშვენ სამოქალაქო დაპირისპირების დისკურსში.

პოსტსაბჭოთა სამყაროში მხოლოდ ბალტიისპირელებმა დააღწიეს ამას თავი.

მათ ისიც კი მოახერხეს, რომ ღიად პრორუსული ძალები ჩართეს დიალოგის რეჟიმში და ასე გაანეიტრალეს ისინი. რაც შეგვეხება ჩვენ, დღემდე ეს საყმაწვილო სენი ვერ დაგვიძლევია.

ცხადია, არსებობს გამოსავალიც და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაგნებთ, თუ პოლიტიკური ძალები შეძლებენ, თავი დააღწიონ ჭეშმარიტების მონოპოლური ფლობის ბარბაროსულ დისკურსს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს თავის ინტერესებზე მაღლა დააყენებენ. ბანალურია, მაგრამ ასეა.

ცხადია, არსებობს გამოსავალიც და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაგნებთ, თუ პოლიტიკური ძალები შეძლებენ, თავი დააღწიონ ჭეშმარიტების მონოპოლური ფლობის ბარბაროსულ დისკურსს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს თავის ინტერესებზე მაღლა დააყენებენ. ბანალურია, მაგრამ ასეა

ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ფასადზე არ ჩანს ის აქტორი, ვინც შეძლებდა, თავი დაეღწია ამ პოლიტიკური ლუდომანიისათვის. თითქმის არც ერთ მათგანს არ ეტყობა პასუხისგებლობის გრძნობა იმის გამო, რაც 2 ოქტომბრის შემდეგ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში.

- ახლა როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღეღა დარჩა და საარჩევნო კამპანიები მალე დასრულდება, უკვე შეიძლება იმაზე საუბარი, თუ როგორ მოემზადნენ არჩევნებისთვის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები და ვინ როგორ შეძლო ამომრჩეველთან მუშაობა.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები უმეტეს წილად თავისი მხარდამჭერების მობილიზება კონსოლიდაციაზე იყვნენ ორიენტირებული და გადაუწტვეტელ ამომრჩეველთან მუშაობაზე თავი ბევრს არც შეუწყუხებია.

როგორ შეაფასებდით პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიებსა და არჩევნებისთვის მზადებას?

- ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთავარი პოლიტიკური სუბიექტები უფრო არჩევნების შემდგომი რეალობისთვის ემზადებიან, ვიდრე თავად არჩევნებისათვის და ეს მნიშვნელოვნად ცვლის ამომრჩეველთან მუშაობის სტრატეგიას.

ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთავარი პოლიტიკური სუბიექტები უფრო არჩევნების შემდგომი რეალობისთვის ემზადებიან, ვიდრე თავად არჩევნებისათვის და ეს მნიშვნელოვნად ცვლის ამომრჩეველთან მუშაობის სტრატეგიას

მათ ურთიერთდაპირისპირების ისეთ სიმწვავეს მიაღწიეს, რომ წვრილ პოლიტიკურ საფეოდალოებად დაქუცმაცებული დანარჩენი ოპოზიცია ამ ვითარებაში დაიკარგა. ერთგვარი გამონაკლისი ბატონი გიორგი გახარიაა, რომელმაც თითქოს მიაგნო იმ კამერტონს, რომელიც მას პროცესებში რაღაც ადგილს განუკუთვნებს.

- ნაციონალებისადა ოპოზიციის უმეტესობის მტკიცებითქართული ოცნებასაქართველოშიკრემლის საქმეს აკეთებს.

ამის დასტურად მთავრობის მიერ ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარის თქმა, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერობების გაციება, ანაკლიის პორტის აშენების ჩაშლა და კრემლის რბილი ძალის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება სახელდება. და ეს იმის ფონზე, როცა აზიის ბანკიდან ავიღეთ უშეღავათო 100 მილიონიანი დოლარის ვალი.

ახლა ბევრი იმასაც ამბობს, რიმ თავისი რიტორიკით მმართველი გუნდის წევრები აგრესიას ამომრჩეველში დასავლეთის მიმართაც აღვივივებენ. რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები რომქართულ იოცნებამიზანმიმართულად შორდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს და ნიადაგს ამზადებს კრემლთან ურთიერთობების დასალაგებლად?

- ამის ნიშნები არის. თქვენს მიერ ჩამოთვლილს მე დავამატებდი კლერიკალისტურ ძალებთან თამაშსაც, რასაც უკვე შევეხე.

რაც შეეხება, რუსულ ინტერესებს - ჩვენში როგორღაც უყურადღებოდ დარჩა, თუ რა გავლენას მოახდენდა ჩვენს ბედზე ქაბულის ამბები. რუსებიც და ჩინელებიც ცდილობენ, დაუყონებლივ ისარგებლონ ამით და მათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პრობლემა გადაჭრან. საქმე ეხება ტაივანის პრობლემას, რუსეთის სამხედრო ექსპანსიას უკრაინასა და დნესტრისპირეთში. ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ამ კონტექსტში აღმოვჩნდეთ.

„ახალგაზრდა ოცნებელები“ თავისი ქცევით და დასავლეთი მიმართ უკმაყოფილების აგორების ნებსითი თუ უნებლიე მცდელობით თითქოს საგანგებოდ ამზადებენ ნიადაგს, რომ დაშორდნენ ვაშინგტონსა და ბრიუსელს.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კლერიკალისტურ ძალებთან თამაშით და დასავლეთის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით „ახალგაზრდა ოცნებელები“ ცდილობენ დასავლეთი დააშანტაჟონ.

გულუბრყვილობაა, თუ ისინი ასე ფიქრობენ, თუმცა ამ გულუბრყვილობაზე პასუხისგება უკვე ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვიწევს. 2011 წელს ცუდ სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენდა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კლერიკალისტურ ძალებთან თამაშით და დასავლეთის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით... 2011 წელს ცუდ სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენდა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა

პირველი ცუდი ნიშნები უკვე 2013-14 წლებში გამოჩნდა, როდესაც „ოცნებაში“ დაიწყო დასავლურად ორიენტირებული პოლიტიკური აქტორების ჯერ ფარული, შედეგ კი აშკარა შევიწროება. დაიწყო იმათი შევიწროებაც, ვინც ფსიქოკულტურულად განსხვავდებოდა „ოცნების“ ლიდერისაგან.

თუ მართალია, რომ ჰარცელის განცხადებები დიპლომატიურობის ფარგლებს გასცდა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - დიპლომატიური ენით ესაუბრებიან იმათ, ვინც საამისო პოლიტიკური და საყოფაცხოვრებო კულტურის მატარებელია.

თუ თანამოსაუბრე ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, თუ ის თვეებისა და წლების განმავლობაში ხისტად ირეკლავს ყველაფერს, რასაც ეუბნებიან, უკვე მათთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკებიან.

ჩვენ დავკარგეთ დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერა. გაისმა ხმები ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე. მართალია ეს ხმები სწრაფად უარყვეს, მაგრამ არა მგონია, რაღაც საფუძვლის გარეშე გაჩენილიყო. აქედან პერსონალურ სანქციებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია და ამას ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო აქტივობა ვერ უშველის.

„ოცნების“ ლიდერებმა კარგად უნდა გაიხსენონ, თუ საერთაშორისო პოლიტიკაში რა ტიპის აქტორებს ელაპარაკებიან არადიპლომატიური ენით და რა მოსდევს ხოლმე ამას.

„ოცნების“ ლიდერებმა კარგად უნდა გაიხსენონ, თუ საერთაშორისო პოლიტიკაში რა ტიპის აქტორებს ელაპარაკებიან არადიპლომატიური ენით და რა მოსდევს ხოლმე ამას

თუ ვინმესთვის ბუნდოვანია, ერთი კონკრეტული მაგალითით დავაზუსტებ - მეგობარი ქვეყნების ელჩთა მოსმენა ჩვენს პირობებში სხვას არაფერს ნიშნავს, რომ უნდობლობას უცხადებ შენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათ წინააღმდეგ ხარ შეთქმული, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესები შენთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ქვეყნისა.

დიპლომატების მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას უკვე ძალზე გაუჭირდება 2024 წელს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი.

მეორდება უკვე ტრადიციად ქცეული ისტორია - ხელისუფლება წლების განმავლობაში მოწინააღმდეგეების დათრგუნვის ტექნიკას უკიდურესად ხვეწს. რაღაც მომენტის შემდეგ ის უკვე ლამის თავისუფლად სჩადის შეცდომებსაც და დანაშაულებსაც.

შედეგი კი ისაა, რომ ძალაუფლების დათმობა მისი წარმომადგენლებისათვის უკიდურესად საშიშ რამედ იქცევა. ეს მოუვიდა შევარდნაძის ხელისუფლებასაც, სააკაშვილისასაც და დღეს - ივანიშვილისა.

ძალაუფლების დათმობა მისი წარმომადგენლებისათვის უკიდურესად საშიშ რამედ იქცევა. ეს მოუვიდა შევარდნაძის ხელისუფლებასაც, სააკაშვილისასაც და დღეს - ივანიშვილისა

თანაც, როგორც ჩანს, ორი საარჩევნო ვადა საკმარისია, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია საზოგადოების თვალში მორალურად გაცვდეს. პოლიტიკურსაც რომ დავანებოთ თავი, ეს ჩვენი ფსიქოკულტურული გარემოს გარკვეული თავისებურებებითაც არის გამოწვეული.

- თვალს ვადევნებთ საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს. ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ სატელევიზიო დებატებში.

დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება - ამ არჩევნების პრობლემა ისაა, რომ არჩევნებამდე ვერ გამოიკვეთა პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად ექნებოდა პრეტენზია გახდეს მესამე ძალა. თუმცა, ფაქტია, რომ „მესამე ძალობაზე“ პრეტენზია ბევრს აქვს.

ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერების თავდასხმები გიორგი გახარიაზე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველ გუნდს თავად სურს გახარიამ ამ არჩევნებზე ორნიშნა შედეგი დადოს და ჩააჩოჩოს „ნაცმოძრაობა“.

როგორ შეაფასებდით ოპოზიციის საარჩევნო კამპანიებს, რომელი მათგანის კამპანიას შეუძლია მეტი ინტერესი გამოეწვია მათ მიმართ?

- ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ დამოკიდებულება ერთნაირად ეჭვიანი და გაუცხოვებულია. მცირე განსხვავებაა გახარიას შემთხვევაში, მაგრამ ის არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ მესამე ძალის დაბადებაზე ვილაპარაკოთ.

20 ივლისის მოვლენების შემდეგ გახარიას გაუჭირდება ახალგაზრდულ სუბკულტურასთან კონტაქტი. ვისურვებდი, რომ გახარიას რაღაც წარმატებისათვის მიეღწია, რომ ამით შფოთი მაინც შეეტანა პოლიტიკური ცხოვრების დღევანდელ ჩიხურ რელიეფში.

20 ივლისის მოვლენების შემდეგ გახარიას გაუჭირდება ახალგაზრდულ სუბკულტურასთან კონტაქტი. ვისურვებდი, რომ გახარიას რაღაც წარმატებისათვის მიეღწია, რომ ამით შფოთი მაინც შეეტანა პოლიტიკური ცხოვრების დღევანდელ ჩიხურ რელიეფში

და მაინც, მისი მაგალითი მიმანიშნებელია იმაზე, რომ ბალანსისა და სახელმწიფოებრივი იდეის მატარებელი პოლიტიკური აქტორი არსებულ ქაოსში მყისიერად იქცევს ყურადღებას.

კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს „ლელოს“ მშვიდი კეთილგანწყობის იდეაზე წინასაარჩევნო კლიპები, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს მცდელობა დღევანდელ საინფორმაციო ქაოსში ჩაიკარგება.

- მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს გახარიაზე იერიშების მიტანას, ბევრი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ გახიარიას რეიტინგზე მუშაობს.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია გახარიამ არჩევნებზე ხმების ორნიშნა პროცენტიანი შედეგი დადოს?

- ეს შეთქმულების თეორიათა სფეროა და პასუხი გამიჭირდება.

ერთი კი ვიცი, რომ ქართულ სინამდვილეში ყოველი მცდელობა, ხელისუფლებას „სათადარიგო აეროდრომი“ შეექმნა, მარცხით დამთავრდა. ან ეს „სათადარიგო აეროდრომი იქცა ხელისუფლების მესაფლავედ - და ეს 2003 წელს ვნახეთ - ან, უბრალოდ, ამომრჩეველმა იოლად გაშიფრა ეს ზედმეტად გამჭირვალე ხრიკი.

- ალექსანდრე თვალჭრელიძე დარწმუნებულია, რომ „არჩევნების შემდეგ მყისიერად გადავალთ ახალ რეალობაში“.მართალია მან ეს მოსაზრება მანამდე გამოთქვა, ვიდრე სააკაშვილი თბილისზე ბილეთს დაჯავშნიდა.

მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე უამრავი მოსაზრებები ვრცელდება. მათ შორის ისეთი, რომლის თანახმადაც სააკაშვილი მხოლოდ მას შემდეგ აიღებს კიევი-თბილისის რეისზე ბილეთს, როცა ეგზიტპოლების შედეგები ეცოდინება.

როგორც ამბობენ, თუ არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი ჩვეულებრივზე მეტი იქნა და ეს ეგზიპოლებზეც აისახება „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციის უპირატესობა „ქართულ ოცნებაზე“, მაშინ სააკაშვილი ჩამოვა.

მმართველი გუნდის ლიდერები კი აცხადებენ, რომ სააკაშვილი 5 ათას მხარდამჭერზე მეტს ვერ მოაგროვებს, ანაც მას 100 ათასობით გამწარებული ადამიანები დახვდებიან საქართველოში, მაგრამ ვთქვათ, ასეც მოხდა, სავარაუდოდ, ამის შემდეგ როგორი სცენარით შეიძლება განვითადეს პროცესები?

- ამაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს. ჩვენში აგრესიული რელიგიური ნაციონალიზმის არსებობა თავისი ქარიზმატული ლიდერებით უკვე ფაქტია. როგორც ვთქვი, სწორედ ის შეიძლება მოგვევლინოს სააკაშვილის საწინააღმდეგო განწყობების მთავარ ცენტრად.

ჩვენი პოლიტიკოსები ამას არა მხოლოდ წინააღმდეგობას ვერ უწევენ, არამედ თავისი უპასუხისმგებლო ქცევით ხელსაც უწყობენ.

ჩვენი პოლიტიკური სივრცე გადაივსო არა მხოლოდ გაცვეთილი, არამედ, მეტი რომ არ ვთქვა, მობეზრებული სახეებით, რომლებიც ვერც გრძნობენ, თუ რამდენად პასუხისმგებლები არიან დღევანდელი ქაოტური და წლების განმავლობაში გაჭიანურებული კვაზირევოლუციური თუ კვაზიკონტრრევოლუციური სიტუაციის გამო. ამ დროს რელიგიური ნაციონალიზმი უბრალო ადამიანს ყველაფრისათვის რაღაც უზენაესი აზრის მინიჭებას პირდება.

ბატონ სანდროს დავეთანხმები, თუმცა დავამატებ, რომ არ ვარ დარწმუნებული, ეს ახალი რეალობა მოგვეწონება. თუნდაც, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და კოალიციური მთავრობა შეიქმნას, არა ვარ დარწმუნებული, რომ დიალოგისა და თანამშრომლობის დღევანდელი დეფიციტის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკურ აქტორებს შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ მეტოქემ რაიმე წარმატება არ მიიწეროს, თუნდაც ქვეყნის საკეთილდღეოდ, კოალიციურმა მთავრობამ გაამართლოს. ეს, უმალ, დროებითი საშუალება მგონია.

ვადამდელი არჩევნები რომც დაინიშნოს და კოალიციური მთავრობა შეიქმნას, არა ვარ დარწმუნებული, რომ დიალოგისა და თანამშრომლობის დღევანდელი დეფიციტის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკურ აქტორებს შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ მეტოქემ რაიმე წარმატება არ მიიწეროს, თუნდაც ქვეყნის საკეთილდღეოდ, კოალიციურმა მთავრობამ გაამართლოს. ეს, უმალ, დროებითი საშუალება მგონია

გერმანიისა თუ სხვათა გამოცდილების ჩვენზე გადმოტანა, არა მგონია, გამართლებული იყოს. გადახედეთ საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო გერმანელთა თანამშრომლობის უნარს და შემდეგ ჩვენში გამეფებული ვულგარული პოლიტიკური მეტოქეობა გაიხსენეთ. ისიც გაიხსენეთ, ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი ვერ მიმხვდარა, რომ დამოუკიდებელი და ღირსების მქონე სახელმწიფოს პოლიტიკოსია და მეტოქის დასაბეზღებლად ევროპაში ან მოსკოვში გარბის.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო