დიცში 50 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში, ე.წ. ცხინვალის უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი; დამონტაჯდება ინდივიდუალური მრიცხველები.

„სამუშაოებზე 530 500 ლარი დაიხარჯება. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სასმელი წყლის სისტემის გაუმართაობის გამო, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, რომელიც გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება, 50 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ამ ეტაპზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დიცის გარდა, უფლისციხესა და შინდისის ერთ უბანშიც მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს