2023 წელს ბათუმი World Travel Awards უმასპინძლებს

ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილი ღონისძიების, ევროპის გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს და ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც „WORLD TRAVEL AWARDS“-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, „World Travel Awards“-ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.

„მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში ჩატარება არის სერიოზული განაცხადი ბათუმის, როგორც სანდო, საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებისა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. რა თქმა უნდა, არის უნიკალური შესაძლებლობა გავაცნოთ მილიონზე მეტ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირს და 190-ზე მეტ ქვეყანას ჩვენი რეგიონის საინვესტიციო-ტურისტული შესაძლებლობები. ამავდროულად, ეს არის ტურიზმის ღირსეული და საამაყო რესტარტი პანდემიის დასრულებისას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ„World Travel Awards“-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება და მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული.

„მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

2019- 2020 წელს, ბათუმმა „World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. 2023 წელს, ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან კი უკვე ბათუმში „WORLD TRAVEL AWARDS“-ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში