გიორგი კირთაძე - ბათუმში კატასტროფულად მარცხდებიან, ამ ყველაფრით გაღიზიანებული ჩანდა მდინარაძე - მაბრალებს, რომ 20 უბნის ჩაშლას ვხელმძღვანელობ

ოპოზიციის ნაწილის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდი არჩევნებში მარცხდება, და „მამუკა მდინარაძე კი ჭორაობს“.

"მდინარაძე მაბრალებს, რომ ბათუმში 20 უბნის ჩაშლას პირადად ვხელმძღვანელობ და მე ვაორგანიზებ. „ოცნების“ შიდა კვლევების შესახებ ინფორმაცია ჩვენც გვაქვს. ზუსტად იციან, რომ ბათუმში კატასტროფულად მარცხდებიან და მერის არჩევნებში პირველივე ტურში დაასრულებენ ბრძოლას. ამასთან იმ სიძულვილის ბანერებს, რომლებიც ბათუმში გამოგვიკრეს, ყველამ კარგად ნახა, რომ უკუეფექტი ჰქონდა მათთვის და მათ საწინააღმდეგოდ იმუშავა. ამ ყველაფრით გაღიზიანებული ჩანდა დღეს მდინარაძე. ჩვენ, გუშინ გავასაჯაროვეთ მათი ოფისის ინფორმაცია, როგორ უზით ოფისში შსს-ს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, კომისიის თავმჯდომარეები და სამაგიდო სიებს როგორ გადიან სათითაოდ იმის გამო, რომ ვინ ვისთან შეიძლება მივიდეს ზეწოლისთვის. პირდაპირ შსს და კრიმინალური ავტორიტეტები ერთად ჰყავთ ჩართული უბნებში სიტუაციის დასალაგებლად. ეს ფოტოკადრები კი არ არის მხოლოდ. შესაბამისი ოქმები გავასაჯაროვეთ ჩვენ, რომელიც მათივე წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა