მესტიაში, კალა-უშგულის მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა

მესტიაში, კალა-უშგულის მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერიაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 4 ერთეული მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, უცნობია, მოხერხდება თუ არა დღის ბოლომდე გზის გაწმენდა. მათივე ინფორმაციით, გარესამყაროს მოწყვეტილია სოფელი უშგული.

„4 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. გარესამყაროს მოწყვეტილია უშგული, 57 ოჯახი. დღის ბოლომდე რამდენად მოხერხდება გაწმენდა, უცნობია. შეიძლება იწვიმოს, რაც შეაფერხებს“, - განუცხადეს მესტიის მერიაში „ინტერპრესნიუსს.“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა