ზაურ დარგალის ინფორმაციით,  მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სცემეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი სცემეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ქველაძემ სცემა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ მორიგი პროვოკაციები დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა ლაშა ქველაძემ დღეს სხეულის დაზიანება მიაყენა ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატს სადახლოში, რომელმაც კანონის ფარგლებში მოუწოდა მას, რომ საღებავებით სკოლის კედელზე წარწერები - ,,მიშა ჩამოდი" და ,,ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას" არ გაეკეთებინა. მისი მხრიდან მოწოდების შემდეგ მოხდა დაპირისპირება. ჩვენს კანდიდატს დაზიანებები აქვს მიყენებული გულმკერდის და სახის არეში", - განაცხადა ზაურ დარგალმა.

,,ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნების" წევრები, მათ თავად დაესხნენ თავს.

ლაშა ქველაძე ამ წუთებში მარნეულის პოლიციაში იმყოფება და სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს.

ნაცემი როვშან ისკანდიროვი კი "ჯეოჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და კვლევები უტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა