„ბლოქსის" კიდევ ერთი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ თბილისში ახალი 40 მილიონ ლარიანი პროექტის განხორციელებას იწყებს.

აღნიშნული პროექტი გამოირჩევა განსხვავებული და თანამედროვე არქიტექტურით - კომპლექსის შიდა ეზოს ტერიტორია და საცხოვრებელი განაშენიანება სრულად მიწისზედა ავტოსადგომის სახურავზეა მოწყობილი. აღნიშნული დაგეგმარების შედეგად, ეზოს ტერიტორიაზე ავტომობილი ვერ მოხვდება, რაც მომავალი მობინადრეებისა და მათი შვილებისათვის უსაფრთხოების უტყუარ გარანტიას იძლევა. კომპლექსის შექმნის მთავარი მიზანი მშვიდი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება იყო, სწორედ ამიტომ ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცე, ველობილიკები, სპორტული სტადიონი, საბავშვო დაცული მოედანი და მრავალფეროვანი გამწვანებული სივრცეები. პროქტზე „ხმალაძე არქიტექტორები“-ს გამოცდილმა გუნდმა იმუშავა.

მულტიფუნქციური პროექტი მოიცავს სამ საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე ფართებსა და თანამედროვე კომერციულ-სავაჭრო სივრცეებს.

„ბლოქსს“ სამი დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი, ექვსი მიმდინარე პროექტი, სასტუმრო და კომერციული შენობები აქვს; მათ შორის არის ისეთი პროექტები, როგორიცაა საერთაშორისო ბრენდ HILTON-ის სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობა და პირველი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სავაჭრო ცენტრი სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა