გიორგი კირთაძე - მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას პირდებოდა, რომ რეფერენდუმზე ჩამოვიდოდა, ჩვენც სოციალური ქსელით შევიტყვეთ მისი ჩამოსვლის შესახებ

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას პირდებოდა, რომ რეფერენდუმზე ჩამოვიდოდა. ჩვენც სოციალური ქსელით შევიტყვეთ მისი ჩამოსვლის შესახებ, - ამის შესახებ ბათუმის ოპოზიციური პარტიების მერობის საერთო კანდიდატმა გიორგი კირთაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი როგორც მოსახლეობას დაპირდა, საქართველოშია.

„როგორც თქვენ, ისე შევიტყვეთ ჩვენც, სოციალური ქსელით. იგი პირდებოდა მოსახლეობას და შეასრულა ჩამოსვლის დაპირება. ჩვენ ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, სხვა ვერაფერს გეტყვით, ველოდებით არჩევნებს და დიდ გამარჯვებას“, - აცხადებს კირთაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება.

„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა