იოსებ ხახალეიშვილი - განსაკუთრებით მახარებს, როცა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები განსაკუთრებულ ნიჭს ავლენენ

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მერობის კანდიდატის თქმით, ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილების კეთილდღეობაზე ზრუნვას გააგრძელებს.

აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელი ბინები, რომლითაც ისინი სახელმწიფომ უზრუნველყო, ძირითადად, დაკანონებული აქვთ.

"მახარებს, რომ აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეები ქუთაისს საკუთარ მშობლიურ ქალაქად მიიჩნევენ. ეს ასეც არის, რადგან ეს ქალაქი მათთვის უკვე მშობლიურია, თუმცა ჩვენი სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ, სადაც ყოველი ქვა და კენჭი მათთვის მშობლიურია, იქამდე კი მათზე ზრუნვას აქ გავაგრძელებთ“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერის პოზიციაზე ყოფნისას იოსებ ხახალეიშვილმა აფხაზეთიდან დევნილ ნიჭიერ ახალგაზრდას, ნიკოლოზ ბოლქვაძეს, რომელიც ჰოლივუდის კინოაკადემიაში ჩაირიცხა, მერიის ფონდიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების ხარჯები დაუფინანსა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდები საკუთარ კერას იძულებით არიან მოშორებული, არ კარგავენ სტიმულს და მოტივაციას. ეს არის ძალიან დასაფასებელი. განსაკუთრებით მახარებს, როცა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები განსაკუთრებულ ნიჭს ავლენენ. ეს თითქოს კომპენსაციასავითაა იმ ტკივილისთვის, რაც ამ ხალხმა გამოიარა! მე, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი, ვეძებ ასეთ განსაკუთრებულებს, რომ მათ ფინანსური დაბრკოლება არ შეექმნათ ნიჭის განსავითარებლად. ნიკოლოზის ოცნება ავახდინეთ, იგი ჰოლივუდის კინოაკადემიაში ისწავლის, რომ შემდეგ საკუთარ ქვეყანას სახელი გაუთქვას მთელ მსოფლიოში. ჩემს პროგრამაშია, ქუთაისი ვაქციოთ კულტურისა და განათლების კერად, კინემატოგრაფიის, თეატრალური წარმოდგენების, ფესტივალების ადგილად. ვფიქრობ, მერობის ხანმოკლე, ცხრათვიან პერიოდში უკვე რეალურად გადავდგი პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა