ლადო მგალობლიშვილი - მიხეილ „კარლსონი“ არარსებული სახის შენარჩუნებას ცდილობს

მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს პირწმინდად აგებს, - ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არის ბათუმში.

მისივე თქმით, სააკაშვილს რუსთაველზე ხალხის გამოსვლის იმედიც არ აქვს.

„ყველა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ თავის მომხრეებს გადააბრალოს, თქვენი სიმცირის გამო აღარ გამოვჩნდიო. დამონტაჟებული ვიდეოებით მსოფლიოში რევოლუცია აქამდე არავის არ მოუწყვია. ამიტომაც კარლსონი დილიდან ამ „ჟონგლიორობით" არის დაკავებული, რისი მთავარი მიზანი სახის შენარჩუნებაა.

ხვალ აუცილებელია ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება, რათა საქართველოს მტრებს არ მივცეთ ქვეყნის არევის მინიმალური შესაძლებლობაც კი. თითოეული მხარდამჭერის მისვლა საარჩევნო უბანზე უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ერთად, ამჯერად უკვე მერვედ, გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო