თორნიკე რიჟვაძე - ხვალ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ

ხვალ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

"მინდა მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ამ რეგიონის თითოეულ მცხოვრებს, ვთხოვო ხვალ განსაკუთრებული აქტიურობა და მობილიზება, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ, განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დასრულდება ამ „კლოუნადის“ და მოდელირებული ქორნიკის შექმნელების პოლიტიკური ასპარეზი. ხვალ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ. ზედმეტ ეიფორიას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ეს იქნება რამდენიმესაათიანი აჟიოტაჟი და ხვალ ძალიან მალე ეს არჩევნებიც დასრულდება. როგორც უკვე ვთქვი, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მეორე მხრივ, დამთავრდება ამ მოდელირებული ქრონიკების შექმნა, მოდელირებული გამარჯვებების შექმნა ნაცმოძრაობის მხრიდან",- აღნიშნა რიჟვაძემ.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“