თორნიკე რიჟვაძე - არჩევნებში სამუდამოდ დასრულდება ამ „კლოუნადის“ ასპარეზი და განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება

„ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული ქრონიკის, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ამ „ფეიკ“ ვიდეოებსაც ხარისხი მოაკლეს“, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ არის საზოგადოების, სახელმწიფოს, მხარდამჭერების და ამომრჩევლების აბუჩად აგდება.

„მინდა ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ. ის არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს ვერ გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. ამაში დარწმუნებული ვარ. ის ნარატივი, რომელიც განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რადგან ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, შსს მინისტრი გახლავთ ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ, რომ როგორც სახელმწიფო საზღვრები, ასევე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ასევე, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. „მინდა მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში განსაკუთრებული აქტიურობისაკენ, რომლითაც ერთხელ და სამუდამო განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და დასრულდება ამ კლოუნადის ასპარეზი“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო