როგორც აღვნიშნე, საქართველოს ყველა ტერიტორიულ ორგანოში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი დანაყოფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელთა გადაადგილება არის სტანდარტული პროცედურა.
„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გადაადგილება არის ჩვეულებრივი, სტანდარტული გადაადგილება, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება. რაღაც სპეციალურ გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა დარახველიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"