გოჩა ენუქიძე - 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები გადაწყვეტს, როგორი იქნება ჩვენი რეგიონის განვითარება მომდევნო 4 წლის მანძილზე

„ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმლებო, სვანებო! ხვალ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“, - ასე მიმართავს მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე.

დეპუტატი მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მივიდნენ საარჩევნო უბანზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პირობებში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სოციალური პროგრამა განვახორციელეთ. ვუფრთხილდებით ჩვენი მოსახლეობის ნდობას და კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, მათი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენი გუნდი ძალიან ღირსეული და კვალიფიციური კადრებითაა წარმოდგენილი, რომელთაც აქვთ სურვილი, მოტივაცია და შესაძლებლობა ღირსეული სიტყვა თქვან საკუთარი კუთხის განვითარებისთვის.

არჩევნების დღეს ჩვენი რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიურია და იმედს ვიტოვებ, არც მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები იქნება გამონაკლისი.

მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.

მჯერა თქვენი მხარდაჭერის, მჯერა, რომ არჩევანს გააკეთებთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და ერთად შევქმნით შესაძლებლობას, სამართლიან გარემოში ჩატარებულმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, ერთად კვლავ ბევრ წარმატებას მოვუტანთ ჩვენს რეგიონს.

გისურვებთ გამარჯვებას, ჯანმრთელობას და წარმატებებს! “ - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს