ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული) საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ჩამოიშალა გზის მარცხენა ზედა ფერდი, რის გამოც დღის მეორე ნახევრიდან მოძრაობა ჩაკეტილი იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს