ერეკლე ღვინიანიძემ თანამშრომლებს ბიუროს დღე მიულოცა

აღმასრულებლებმა, აღსრულების პოლიციამ და, ზოგადად, აღსრულების ეროვნული ბიუროს გუნდმა, დღეს კიდევ უფრო ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ, რომ სააღსრულებო სისტემა ქვეყანაში მაქსიმალურად სწრაფი, მომხმარებელზე ორიენტირებული და გამჭვირვალე იყოს, - ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ერეკლე ღვინიანიძემ ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ერეკლე ღვინიანიძემ თანამშრომლებს, ბიუროს დაარსების 13 წლის იუბილე მიულოცა.

„სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შექმნიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 01 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, თანამშრომლებს მიულოცა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის 50 თანამშრომელს პირად საქმეში მადლობა გამოუცხადა.

ბიუროს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა უწყების მიღწევებსა და უკვე დანერგილი სერვისების ეფექტურობას. ასევე, დაგეგმილ რეფორმებსა და სერვისების განვითარების კუთხით მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს