ზაურ დარგალი - მაქსიმალურად გვყავს გაფრთხილებული ჩვენი მხარდამჭერები, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი

მარნეულსა და გარდაბანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, ხვალ "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, მხარდამჭერები გაფრთხილებული არიან, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში, პროვოკაციების გარეშე ჩაიაროს.

დარგალი ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა. დეპუტატის თქმით, ეს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მორიგი კლოუნადაა.

"საკმაოდ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჩავატარეთ, ვიყავით ყველა სოფელში, შევხვდით მოსახლეობას, გვყავს ძლიერი გუნდი. ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. თუმცა, მოსალოდნელი იყო პროვოკაციები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რაც გუშინ მოხდა. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე კანდიდატის, ლაშა ქველაძის მიერ. რის შედეგადაც, ის მოხვდა საავადმყოფოში. ხვალისთვის კი მაქსიმალურად გვყავს გაფრთხილებული ჩვენი მხარდამჭერები, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ როგორც მარნეულში, ასევე მთელ ქვეყანაში. რაც შეეხება მიშას ჩამოსვლას, ეს არის პროვოკაციის ერთ-ერთი ნაწილი. თავისთავად, ეს არის სრული ბლეფი, კლოუნადა და მე უბრალოდ, არ მესმის, იმ ადამიანების, რომლებსაც სჯერათ ამ ყველაფრის. ჩვენს გარშემო მარნეულელებსაც არ სჯერათ ამის",- განაცხადა დარგალმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა