ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 საკონსულტაციო ფორუმი დასრულდა

ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 საკონსულტაციო ფორუმი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 3 დღის მანძილზე მსურველებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში მოესმინათ არაერთი საინტერესო მოხსენება, გაცნობოდნენ სხვადასხვა კვლევების შედეგებს და ენახათ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.

მათივე ცნობით, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პრეზენტაცია საქართველოზე რამდენიმე თემით იყო წარმოდგენილი.

„ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ ისტორიული თერმული ქალაქების ევროპულ მარშრუტზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა "ღვინის გზის " მარშრუტში, რაზეც ემანუელა პანკემ წარმოადგინა პრეზენტაცია, ვიქტორ სორენსენმა კი ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი გააცნო ფორუმის მონაწილეებს.

ფორუმის მუშაობას წარმართავდნენ ჟიულიენ ვუილუმერი-ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების თავმჯდომარე, (კულტურის ფედერალური ოფისი, შვეიცარია; ) და სტეფანო დომინიონი - გაფართოებული წილობრივი შეთანხმების კულტურული მარშრუტების (EPA) აღმასრულებელი მდივანი, ევროპის საბჭო. ფორუმის მსვლელობისას მოეწყო ქუთაისის საგზაო რუკის პრეზენტაცია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

2022 წლის კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმი ჩანიაში (კრეტა, საბერძნეთი ) გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა