ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ ნარაზენში მოხდა. დაზარალებული ამ წუთებში ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

,,უკვე გვაქვს ფაქტები, როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები უსწორდებიან ჩვენს მხარდამჭერებს და აქტივისტებს. ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და გვაქვს მოწოდება ყველასთან, რომ თავი შეიკავონ ყველანაირი ძალადობისგან, რომელიც მიუღებელია ნებისმიერი საარჩევნო პროცესისთვის”, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, ზუგდიდში ოპერირებს ყოფილი ძალოვნების ჯგუფი, რომლებიც ამომრჩეველთა დაშინებას ეწევიან.

,,აქვე, გვაქს ინფორმაცია, რომ ყოფილი ძალოვნების ჯგუფს, რომელიც ზუგდიდში ოპერირებს ხელმძღვანელობს ვინმე შომახია, რომელიც უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა და ეწევიან ამომრჩევლების დაშინებას. ჩვენ გვაქვს წინაპირობა, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ როგორც ზუგდიდში, ასევე მთლიანად საქართველოში”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს