ელდარ მუსტაფაევი - 2 ოქტომბერს ხალხი გაიმარჯვებს და 3 ოქტომბერს გამარჯვებას თბილისში, რუსთაველზე აღვნიშნავთ მიხეილ სააკაშვილთან ერთად

2 ოქტომბერს, რეფერენდუმის დღეს, ხალხი გაიმარჯვებს და 3 ოქტომბერს გამარჯვებას თბილისში, რუსთაველზე აღვნიშნავთ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ერთად , - ამის შესახებ მარნეულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ელდარ მუსტაფაევმა განაცხადა.

როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.

"მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში დიდი განწყობაა, ჩვენი, აზერბაიჯანელი ხალხი ყოველთვის მხარს 5 ნომერს უჭერდა. ხალხში ძალიან კარგი განწყობაა, მაგრამ გუშინ ინციდენტი მოხდა, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატს ლაშა ქველაძეს სადახლოს მაჟორიტარობის კანდიდატი ეჩხუბა, რამდენიმე ადამიანი დაასია და სცემეს ჩვენი კანდიდატი. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებაში" გრძნობენ, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და გაყალბებაზე წავლენ. ჩვენ გაყალბების უფლებას არ მივცემთ, ხალხი 2 ოქტომბერს, რეფერენდუმის დღეს გაიმარჯვებს და 3 ოქტომბერს გამარჯვებას თბილისში, რუსთაველზე აღვნიშნავთ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია",- განაცხადა მუსტაფაევმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს