ანა დოლიძის მიმართვა ამომრჩეველს - მოდით არჩევნებზე, რომ დავასრულოთ ის, რაც დღეს არ მოგვწონს - ორპოლუსიანობა, სიძულვილი, ჭაობი, რომელშიც იძირება ქვეყანა

მოდით არჩევნებზე, რომ დავასრულოთ ის, რაც დღეს არ მოგვწონს - ორპოლუსიანობა, სიძულვილი, ჭაობი, რომელშიც იძირება ქვეყნა“,- ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო კამპანია შეაჯამა და ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, მათ პირობა მისცეს ხელხს, რომ ყოველთვის მათთან იქნებიან.

„გავიდა ძალიან დატვირთული ორი თვე, რომლის განმავლობაშიც შევხვდით ათასობით ადამიანს, თბილისის ყველა უბანში და რეგიონებში, სადაც გვყავს წარმომადგენლები - რუსთავში, მესტიაში, ქუთაისში, ოზურგეთში, ყაზბეგში, ჩხოროწყუსა და ონში. მე და ჩვენი გუნდის წევრები მივედით ყველა უბანში და ეზო-ეზო შევხვდით მოსახლეობას.

დღეს, ამ კამპანიას ვასრულებთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. ჩვენ ხალხს მივეცით პირობა, რომ უნდა ვემსახუროთ მათ, ჩვენ ვიქნებით ხალხთან ყოველთვის, როცა მათ დავჭირდებით და არა მაშინ, როდესაც პოლიტიკურად იქნება მომგებიანი.

ახლა დაგვრჩა ამ პროცესის ერთი მთავარი თავი - ეს არის არჩევნები. მთელი ჩვენი შრომა კარდაკარ, ეზო-ეზო სიარული თუ მედიასთან მუშაობა, ჩაიყრება წყალში, თუ თქვენ არ მოხვალთ არჩევნებზე. თუ თქვენ არ გადალახეთ ნიჰილიზმს, ცინიზმს, თვითდაჯერებას, რომ არაფერი გამოვა. ის ყველაფერი, რაც დღეს არ მოგვწონს, ორპოლუსიანობა, სიძულვილი, ჭაობი, რომელშიც იძირება ქვეყნა, ისევ უცვლელი დარჩება.

ამიტომ, აუცილებლად უნდა გადადგათ ნაბიჯი და 2 ოქტომბერს, აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო ყუთებთან, რადგან მხოლოდ და მხოლოდ თითოეული თქვენგანის ხელშია ამ ქვეყნის გადარჩენის გასაღები, ამ ქვეყნის მომავალი და ცვლილების შესაძლებლობა. ჩვენი პარტია - „ხალხისთვის“ კი, რომლის საარჩევნო ნომერიც არის 48, გაძლევთ პირობას, რომ ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის და ხალხის სამსახურში," - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარალელურად პარტიის მხარდამჭერებმა თბილისის მასშტაბით, ავტომობილებით მსვლელობა გამართეს -„მარში ცვლილებისთვის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა