მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების პროცესი დარღვევების გარეშე დაიწყო

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, არჩევნების პროცესი დარღვევების გარეშე დაიწყო. როგორც ილურიძე განმარტავს, მარნეულში სულ 91 უბანი და 100 086 ამომრჩეველია.

“პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს მარნეულის 22-ე საოლქო კომისიაში და ყველა საარჩევნო უბანზე. 91 უბანი გახსნილია, უკვე ბევრმა უბანმა დაიწყო კენჭისყრის პროცედურაც და მიიღეს პირველი ამომრჩევლებიც. კოვიდრეგულაციები დაცულია, როგორც ოლქში, ასევე ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ყველა პირი აღჭურვილია საჭირო და აუცილებელი ინვენტარით, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას. მარნეულში 100 086 ამომრჩეველია, ერთი კოვიდ უბანია, სპეციალურ სიაში 49 ამომრჩეველი გვყავს, ერთი გადასატანი ყუთი იქ წავა. ჯერჯერობით, არანაირი დარღვევა არ ყოფილა, სიმშვიდეა”,- განაცხადა ილურიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025