ქუთაისში  124-ვე  უბანი 08:00 საათზე  გაიხსნა

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 124-ვე უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, უბნებზე რაიმე შეფერხება არ ყოფილა.

ამ დროისთვუს საჩივარი არ დაწერილა. ქალაქში ორი სპეცუბანია. სპეცუბნებიდან ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქალაქის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო