,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი ზუგდიდის №13 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის №13 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

მამუკა წოწერიას განცხადებით, არჩევანი გააკეთა მშვიდობის, სტაბილურობის და ზუგდიდის უკეთესი მომავლისთვის. მისივე თქმით, მოლოდინი არის პოზიტიური და დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის ამომრჩეველი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.

„მოვედი ოჯახთან ერთად, ჩემს ვაჟიშვილთან ერთად. ასე რომ, ჩვენ ხმას ვაძლევთ მომავალი თაობების უკეთეს მომავალს და მეტ განვითარებას, როგორც ზუგდიდის, ასევე მთლიანად საქართველოს. მინდა ვუსურვო მთელ საქართველოს მშვიდობიანი დღე, მშვიდობა და განვითარება.

მოლოდინი არის რა თქმა უნდა, პოზიტიური. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ზუგდიდის ამომრჩეველი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და ხმას მისცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ყოველივე ამის გარანტია. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება უზრუნველვყოფთ, რომ მთლიანმა საარჩევნო პროცესმა ჩაიაროს მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერ გადაცდენას ექნება მყისიერი და სამართლიანი პასუხი“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა