ბათუმში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატი - დღეს ნამდვილად არის რეფერენდუმი - უნდა შევძლოთ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა

ბათუმში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მერობის საერთო კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის 55-ე საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არის რეფერენდუმი და მოქალაქეები ცვლილებებს დაუჭერენ მხარს. იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებთან შედარებით, ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ნამდვილად არის რეფერენდუმი, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მივა საარჩევნო უბნებთან და თავის არჩევანს გააკეთებს. ჩვენ უნდა შევძლოთ შევძლოთ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა",- აცხადებს კირთაძე

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა