ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად.

„ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, სპეცოპერაციამ რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალობა უნდა იყოს მაღალი ხარისხით დაცული. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას. ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ეს კონფიდენციალობა იყო სათანადოდ დაცული. ოპერაცია მთალიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ის, რომ ოპერაცია წარამტებით წარიმართა, მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი სათანადოდ იყო დაგეგმილი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს არის მძიმე მოვლენა. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და გახსოვთ მისი და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა. ის ჩამოდიოდა საქართველოში იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გატარიალებასა და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა იმისთვის, რომ მისი ახალი დანაშაული აღეკვეთათ.

მიხეილ სააკაშვილი მომიკითხეთ ციხეში. არავითარი არც აქციის, არც ქვეყნის გადატრიალების, არც ქუჩაში გამოსვლის რესურსი მათ არ აქვთ. ვერაფერს მიაღწევენ, დღეს „ქართული ოცნება“ მყარად მოიგებს არჩევნებს, ყველაფერი იქნება მშვიდად და კარგად, მომიკითხეთ თქვენი ლიდერი ციხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე