მერაბ ქვარაია - „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ისღა დარჩენიათ, რომ კონსპირაციის თეორიებზე და გაყალბების მცდელობებზე ისაუბრონ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ კონსპირაციის თეორიებზე და გაყალბების მცდელობებზე ისაუბრონ, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ ქვარაია, ე.წ. კარუსელების დატრიალებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებას.

მერაბ ქვარაიას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მათი შტაბის წევრების და მხარდამჭერების სია აქვთ, შესაბამისად შეუძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით მსგავსი ბრალდება წამოაყენონ.

მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნები სრული გამჭვირვალობით, მშვიდ გარემოში ჩაივლის.

„ნაციონალური მოძრაობის ამ განცხადებებში არაფერი არ არის მოულოდნელი. ისინი მიდიან პროვოკაციაზე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ დარჩენიათ ის, რომ კონსპირაციის თეორიებზე ისაუბრონ, გაყალბების მცდელობებზე ისაუბრონ, რაც ბუნებრივია, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ერთადერთი რეალური სურათი რაც არის, რაც არსებობს და რაც დღის განმავლობაში იქნება, ეს არის გამჭვირვალე, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების შესაძლებლობა, ის, რისთვისაც ჩვენ ვემზადებოდით, ესე გამჭვირვალედ და თავისუფლად ჩატარდება დღევანდელი არჩევნები.

მსგავსი ცილისმწამებლური ბრალდებები ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, არანაირი საფუძველი მას არ გააჩნია. ბუნებრივია, მათ აქვთ, ჩვენი შტაბის წევრების, ჩვენი მხარდამჭერების სია და შეუძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით მსგავსი ბრალდება წამოაყენონ, თუმცა ეს არის აბსოლუტურად აბსურდული, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და შესაბამისად ჩვენ ამას ვერ ავყვებით. ჩვენ მშვიდად, წყნარად გავაგრძელებთ დღეს არჩევნებს და დღის ბოლოს ასევე, წყნარად და მშვიდად დამთავრდება არჩევნები, როგორი სიმშვიდითაც ამ წუთში მიმდინარეობს ზუგდიდში“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს