აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მე-16 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მან მხარი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას დაუჭირა.
„მე არჩევანი გავაკეთე, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფს პარტია „ქართული ოცნება", ასევე არჩევანი გავაკეთე, ბათუმის მომავალი ღირსეული მერის, არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ.
დარწმუნებული ვარ არჩევნები სტაბილურ, მშვიდ და დემოკარტიულ გარემოში ჩაივლის. ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც დღეს ასევე ხვალ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა",- აცხადებს რიჟვაძე.