საოლქო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში, 10:00 საათის მონაცემებით, 11 911 ამომრჩეველი გამოცხადდა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში, 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბანზე 11 911 ამომრჩეველი გამოცხადდა. საარჩევნო უბანებზე 13 საჩივარი დაიწერა.
"ბათუმში 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 8, 05 პროცენტი გამოცხადა, ანუ 11 911 მოქალაქე. 13 საჩივარია დაწერილი, რომელიც ძირითადად პროცედურულ დაღვევებს უკავშირდება",- აცხადებენ საოლქო კომისიაში.
ბათუმში 148 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული და 105 საარჩევნო უბანია გახსნილი.
























