გიორგი ტყემალაძე - მხარი დავუჭირე მეტ სიცოცხლეს თითოეულ უბანში და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას

მხარი დავუჭირე მეტ სიცოცხლეს თითოეულ უბანში და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას ,- განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ ,,ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ.

მან ვაკის 51-ე უბანზე მისცა ხმა, სადაც ოჯახთან ერთად გამოცხადდა.

ტყემალაძის თქმით, ,,ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ქალაქის მართვა და განვითარებაზე ზრუნვა. ტყემალაძე მადლობას უხდის მხარდამჭერებს და აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„მხარი დავუჭირე ჩვენი ქალაქის სწორ და კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, მეტ სიცოცხლეს თითოეულ უბანში და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას. ამ ყველაფრის წინაპირობა შექმნილია, ქალაქი ვითარდება და ამ ყველაფერს შენარჩუნება და განვითარება სჭირდება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ქალაქის მართვა და მის სწორ განვითარებაზე ზრუნვა. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენი დედაქალაქის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და აქტიურობით, ჩვენ დღეს აუცილებლად გავიმარჯვებთ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია