დავით გაბაიძე - ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც აქვს უნარი და გამოცდილება, რომ უფრო გაძლიერდეს და გალამაზდეს ბათუმი

ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც აქვს უნარი და გამოცდილება, რომ უფრო გაძლიერდეს და გალამაზდეს ქალაქი ბათუმი, - განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მან ხმა ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც მეუღლესთან ერთად მივიდა.

გაბაიძის თქმით, მისი არჩეული კანდიდატი არის გამოცდილი და აქვს იმის უნარი, რომ განავითაროს ბათუმი. გარდა ამისა, იგი იმედოვნებს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა და ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას და იმ კანდიდატს, ვისაც, ჩემი აზრით, აქვს შესაძლებლობა, უნარი, გამოცდილება და მკაფიო გეგმები იმისათვის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბათუმი კიდევ უფრო გალამაზდეს და გაძლიერდეს როგორც ეკონომიკური, ისე სხვა თვალსაზრისით. იმედი მაქვს, არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში გააკეთოს თავისი არჩევანი", - განაცხადა დავით გაბაიძემ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა