დავით კირკიტაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბნებთან იმყოფებიან და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ

ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბნებთან იმყოფებიან და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

“რუსთავში სხვადასხვა უბნებიდან დარღვევების შესახებ ინფორმაციები შემოდის. ბევრ ადგილზე შეინიშნებოდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც ახდენდნენ გავლენას ამომრჩევლებზე. არ იშლიან, დარბიან სიებით საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე და საცხოვრებელი კორპუსების გარშემო, ცდილობდნენ მოეხდინათ გავლენა ამომრჩეველზე, მაგრამ ეს არ უშველით, მათ ეს არჩევნები წააგეს”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძემ საკუთარი არჩევანი რუსთავის N79-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან განაცხადა, საიდუმლო არ არის თუ ვის დაუჭირა მხარი.

“საიდუმლო არ არის, ვის დავუჭირე მხარი, ასე მოიქცევა რუსთავიც. ეს ქალაქი არ დაემონება ოლიგარქს. შემდეგ იქნება ის, რაც ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავის ბედი მიანდო ქართველებს და მჯერა, რომ ქართველები გააკეთებენ არჩევანს თავისუფლების სასარგებლოდ და არა მონობის სასარგებლოდ”, - განაცხადა კირკიტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს