მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია, ადგილზე დაპირისპირება მოხდა

მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. აღნიშნულ ადგილზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ის ე.წ. კარუსელს ხელს უშლიდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს აჯიმურად მურადოვს ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი თავს დაესხა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადა მუმლაძემ.

ადგილზე იმყოფება პოლიციის სამმართველოს უფროსი რუსლან იოსელიანი.

"შეტყობინება შემოვიდა, თუმცა, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ვარკვევთ",- განაცხადა იოსელიანმა.

რუსლან იოსელიანის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც საარჩევნო პროცესის ხელისშეშლას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში