იოსებ ხახალეიშვილი - დღევანდელი დღე იქნება მომავალი წინსვლის საფუძველი

იოსებ ხახალეიშვილი - დღევანდელი დღე იქნება მომავალი წინსვლის საფუძველი

დღევანდელი დღე იქნება მომავალი წინსვლის საფუძველი, - აცხადებს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ხმის მიცემის შემდეგ. მან არჩევანი ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

როგორც ხახალეიშვილი აცხადებს, მან ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მისცა ხმა.

„ დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და იქნება მომავალი წარმატების და წინსვლის საფუძველი“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.