შიდა ქართლის გუბერნატორი - რეგიონში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია გორის მე-8 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, ხმა მისცა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. გუბერნატორი შიდა ქართლის ამომრჩეველს კენჭისყრაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ამ ეტაპზე, რეგიონში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა