„ნაცმოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე 56-მდე საჩივარი დაწერეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე 56-მდე საჩივარი დაწერეს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ერთ-ერთ უბანზე სიებს ითხოვდა. ამასთან, მირდატ ქამადაძის თქმით, "კარუსელის" დატრიალების მცდელობა შენიშნეს.

"გამოვლენილია სხვადასხვა ხასიათის დარღვევები, მე-14 უბანზე მარკირების სითხე უხარისხოა, ამ უბანზე ფაქტობრივად მარკირება არ მიმდინარეობს. 37-ე უბანზე შსს-ს თანამშრომელი მიხეილ გეგუჩაძე შეხვდა კომისიის თავმჯდომარე ხათუნა ბერაძეს და მან, ყოველი საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა მოითხოვა, რაც კანონდარღვევაა. 40-ე, 48-ე უბნებზე აგიტატორები არიან მობილიზებული, ისინი წესებს არ იცავენ. მე-6 და 18-ე უბნების თავმჯდომარეები დამკვირვებლებს ხელს უშლიან მუშაობაში", - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ