გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ფოთში მე-15 უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს

ფოთში მე -15 უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვენ. გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლის თქმით, უბანზე გასატანი ყუთი დაულუქავ მდგომარეობაში შეიტანეს, რაც კანონდარღვევაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწერა საჩივარი.

„გადასატანი ყუთი შემოვიდა დაულუქავ მდგომარეობაში, რაც არის დარღვევა. ამაზე რეაგირება, რა თქმა უნდა, არავის არ ჰქონდა. დავწერეთ საჩივარი. ამ ყუთში მოთავსებული შედეგების გაბათილებას ვითხოვთ. უბნის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო, რომ საჩივარი დაგვეწერა, მერე რა მოხდაო გვეუბნებოდა, მაგრამ ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ, რეაგირება მოვახდინოთ“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირებელმა თეონა მიგინეიშვილმა.

მე-15 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ყუთი უბანზე შეტანისას დაულუქავი იყო, თუმცა განმარტავს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, რადგან მისი თქმით, ყუთი კიდევ ორ ამომრჩეველთან იყო მისატანი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს