დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება იქნება ისეთივე პოზიტიური, როგორც „ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული ბოლო ექვსი არჩევნების დროს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც მან მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, წელს, ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი.

„მოგეხსენებათ, ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან.

როგორც წესი, ისინი არ ესწრებიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურად მობილიზაციის თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ კუთხით, ქართულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

„ჯერ კიდევ აპრილის თვეში, როდესაც არც კი იყო გამოცხადებული თარიღი, მოვიწვიეთ ყველა სადამკვირვებლო მისია, მათ შორის მთავარი - ეუთო/ოდირის მისია. 400-მდე დამკვირვებელია როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ამ მისიის ფარგლებში. ასევე, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც არიან ჩამოსული, ევროპარლამენტარებიც. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საერთაშორისო მონიტორინგის თვალსაზრისით, უპრეცედენტო არის ადგილობრივი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, შეფასებაც პოზიტიური ექნება, ისევე როგორც "ქართული ოცნების" მიერ ბოლო ექვსი ჩატარებული არჩევნების დროს, როდესაც ყველა არჩევნები შეფასდა, როგორც ეუთო-ს სტანდარტებთან შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც მშვიდობიანად ჩაივლის და საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, დააკვირდნენ და ობიექტურად შეაფასონ ეს არჩევნები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს