თინა ბოკუჩავა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა მოინახულებს. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას შემდეგ მივიდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისგან დაწესებულებაში შესვლის ნებართვა მიიღო.

„როგორც პარლამენტის წევრს შემიძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა, თუმცა, ამისთვის საჭიროა პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა. მე ამ დრომდე ველოდებოდი თანხმობას, მიღებულია ეს თანხმობა და შესაბამისად, შევძლებ რომ შევიდე დაწესებულებაში. გუშინ იცით, რომ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, მან პრეზიდენტი სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება შეძლო.

როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იმ წერილში ამბობს, რომელიც გამოქვეყნდა, ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად მისი გათავისუფლება იქნება ავტომატური. ჩემი აზრით, მისმა თავგანწირვამ უნდა მისცეს თითოეულ ჩვენგანს მაგალითი იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან. დღეს მართლაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და და პრეზიდენტი სააკაშვილის თავგანწირვამ, ჩემი აზრით, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბრძოლა არის დღეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა