„ადამიანის უფლებათა ცენტრი” - სავანეთის საარჩევნო უბანზე თავმჯდომარე წესრიგს ვერ ამყარებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში, #23-ე საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე მუდმივი არეულობაა, რაც ხალხმრავლობითაც არის გამოწვეული.

როგორც ორგანიზაციის მერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხმის მიცემის პროცესი ხშირად ფერხდება და ჩნდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ეჭვის საფუძველი.

მათი განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პარტიის სამკერდე ნიშნის მქონე წარმომადგენლები ცდილობდნენ, „დახმარება გაეწიათ“ ხმის მიცემის კაბინაში შესული ხანდაზმული ამომრჩევლებისთვის.

„ამ საარჩევნო უბანზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. ამ უბანზე ორგანიზაციიდან - „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“, იმყოფებოდა სამი წარმომადგენელი, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა რამდენჯერმე მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორგანიზაციის ორი წარმომადგენლის უბნიდან გაშვების მოთხოვნით. თავდაპირველად, თავმჯდომარემ ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინა, მაგრამ პერიოდულად „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“ რამდენიმე წევრი მაინც შემოდიოდა საარჩევნო უბანზე და ამის მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ. მას შემდეგ, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნა შეიტანა, თავმჯდომარემ აღკვეთა ორგანიზაციის დამრღვევი წევრების უბანზე არაკანონიერად შესვლა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის #51-ე საარჩევნო უბნის გარეთა პერიმეტრზე 09:30 საათისთვის იდგნენ ერთ-ერთი პარტიის (სავარაუდოდ - „ქართული ოცნების“) ე.წ. კოორდინატორები, რომლებსაც კვლევითი კომპანიის „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლებთან მოუვიდათ დაპირისპირება. დაპირისპირება მალევე აღმოიფხვრა, თუმცა მათ პერიმეტრი არ დაუტოვებიათ და აქტიურად ცდილობდნენ ამომრჩევლის მობილიზებას საარჩევნო უბანზე. ამ კონკრეტული ამომრჩეველების ნომრებს თავიდანვე ეძებდნენ არჩევნების სიაში, რომელიც გარეთ იყო გამოკრული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მიმართა სიტუაციის გამოსწორების მოთხოვნით, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ ვითარება ამ დრომდე ვერ მოაგვარა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს