15 საათის მონაცემებით, ბათუმში, საარჩევნო უბანზე 47 000-მდე ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც ამომრჩევლის 33%-ზე მეტია

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის განცხადებით, 15 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო უბანზე 47 000-მდე ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც ამომრჩევლის 33 პროცენტზე მეტია.
მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან 16 საჩივარი შემოვიდა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს",- აცხადებს ციალა შავაძე.
ცნობისთვის, ბათუმში 148 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული და 105 საარჩევნო უბანია გახსნილი.
























