მარნეულში „ნაცმოძრაობის“კანდიდატი - ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჩვენს წევრს ფიზიკურად გაუსწორდა, არც კი დაუკითხავთ ის პირი

ხმა მივეცი მშვიდობიან საქართველოს, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მშვიდობის მომტანია,- ამის შესახებ მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ელდარ მუსტაფაევმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალია.

„ხმა მივეცი ჩვენი ბავშვების მომავალს, ჩვენს სიმშვიდეს, სტაბილურობას, რათა ძლიერი ეკონომიკა იყოს და ემიგრანტები არ გვყავდეს. აქტივობა დაბალია, ხალხი ფიზიკურად არ არის, რომ მოვიდეს და ხმა მისცეს. ყველას მოვუწოდებ, ვინც სახლშია, მოვიდეს და არჩევანი დააფიქსიროს, რომ ჩვენი ხმები არ გააყალბონ. მარნეულის რაიონში ბევრი დარღვევა იყო, მაგალითად, ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ფიზიკურად გაუსწორდა. არც კი დაუკითხავთ ის პირი",- განაცხადა მუსტაფაევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა