რუსთავის #9 საარჩევნო უბანთან "სამოქალაქო პლატფორმა 2020"- ის წარმომადგენლები უბანზე მყოფ დამკვირვებელს დაუპირისპირდნენ

რუსთავის #9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. "სამოქალაქო პლატფორმა 2020"- ის წარმომადგენლები უბანზე მყოფ ერთ-ერთ დამკვირვებელს დაუპირისპირდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კაპანაძის და ,,2020"-ს წარმომადგენლების განცხადებით, უბანთან დგანან პირები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე.

,,ქართული ოცნების" „ზონდერ“ ჯგუფებს უბანზე ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები. ქუჩაში ამავე დროს დგანან პირები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, ეკითხებიან მათ სახელსა და გვარს და იქვე ,,ურჩევენ" თუ ვის უნდა მისცენ ხმა",- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

#9 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა პარლამენტარი, „ქართული ოცნების“ წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი. მისი განცხადებით, არჩევნები რუსთავში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ შოუ მოაწყონ.

„ ჩვენ ძალიან ადამიანურად ვეუბნებით თუ რაიმე კონკრეტული ფაქტია, ერთად აღმოვფხვრათ. ვინ ვისზე რა ზეწოლა მოახდინა, არგუმენტები ვერ მოვისმინე, რა უნდა ამ ხალხს?! უბრალოდ, ტელევიზიებით რაღაც სურათს ქმნიან", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ალექსანდრე დალაქიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა